11:14 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-05 09:42:44, 841 ნახვა

საზოგადოება
მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა გარდაიცვალა

მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა გარდაიცვალა. იგი კლინიკაში გვიან ღამით ჯანმრთელობის გაუარესების გამო გარდაიცვალა.

 მეუფე სერაფიმე 64 წლის იყო. ის რამდენიმე დღის წინ, ინსულტის დიაგნოზით, კლინიკაში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

მიტროპოლიტი სერაფიმე დაიბადა 1961 წლის 15 თებერვალს ქალაქ სოხუმში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1991-1992 წლებში თამაზ ჯოჯუა იმყოფებოდა მარტყოფის მამათა მონასტერში მორჩილებაში. 1992 წლის 28 აგვისტოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულზე ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა დანიელმა (დათუაშვილი) მორჩილი აკაკი ვარძიაში ბერად აღკვეცა და წმინდა სერაფიმ საროველის პატივსაცემად უწოდა სახელი სერაფიმე და დაადგინა ფოკას მამათა მონასტრის წინამძღვრად, ოქტომბრის თვეში ფოკას მონასტერში აკურთხა ბერ-დიაკვნად. 1992 წლის 26 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბერ-დიაკონი სერაფიმე სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელ-მონაზვნად აკურთხა. 2002 წლის 17 ნოემბრამდე მეუფე სერაფიმე ხელმძღვანელობდა ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიას, ხოლო ამის შემდეგ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
ირაკლი კობახიძე ყაზახეთშია, იგი თოყაევს შეხვდება
NYT: ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის პროექტში 20%-იან წილს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics