|
2016-03-24 17:45:28, 604 ნახვა
საზოგადოება
სერგეი მაკოვეცკის შემოქმედებითი საღამო გაიმართება
25 მარტს, 20:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ , მიხეილ თუმანიშვლის სახელობის კინომსახიობთა თეატრი და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი წარმოგიდგენთ თანამედროვეობის უდიდესი ხელოვანის, ევროპის საუკეთესო მსახიობის პრემიისა და 50-ზე მეტი ჯილდოს მფლობელის, სერგეი მაკოვეცკის შემოქმედებით საღამოს „შემთხვევით არ მოვსულვარ თქვენთან... სათქმელი რამ მაქვს...“(მონო სპექტაკლი). როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სპექტაკლის პროდიუსერი ლეონიდ რობერმანია, სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება. ცნობისთვის, სერგეი მაკოვეცკი მსახიობი რომელსაც ყველა იცნობს, არა მარტო რუსეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. იგი გახლავთ ლაურიატი პრემიებისა: „Ника”, «Золотой орел», «Чайка», «Хрустальная Турандот», მსახიობი რომლის სახელის გაგონებაც ავსებს თეატრალურ დარბაზებს, ხოლო ფილმები მისი მონაწილეობით მაღალრეიტინგულს ხდის სამაუწყებლო სატელევიზიო არხებს. სპექტაკლზე დამსწრე მაყურებელი მსახიობისგან მოისმენს სერგეი მაკოვეცკის შემოქმედების შესახებ თეატრსა და კინოში, იგი გაიხსენებს რეჟისორებს, მსახიობებს და უბრალოდ იმ ადამიანებს ვინც დიდი კვალი დატოვა მის ცხოვრებაში. ასევე წაიკითხავს მონოლოგებს სპექტაკლებიდან. საღამოს მსვლელობის დროს, ეკრანზე გავა უნიკალური ვიდეოკადრები მოკლემეტრაჟიანი ფილმებიდან სადაც სერგეი მაკოვეცკი თამაშობს. დღეს–დღეობით სერგეი მაკოვეცკი ითვლება ერთ–ერთ უძლიერეს რუს მსახიობად, რომელსაც შეუძლია მოერგოს ნებისმიერ ჟანრს. გარდა უმაღლესი შესრულებისა, მას აქვს უნარი საოცარი გარდასახვისა და მისი ნათამაშევი არცერთი როლი ერთმანეთს არ გავს.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)