23:20 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 11:25:49, 877 ნახვა

პოლიტიკა
ნინო გვენეტაძე: "ნაციონალური მოძრაობა" ჩემი კანდიდატურის უარყოფას ეცდება, მაგრამ მე სხვა შანსებიც მაქვს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდადი ნინო გვენეტაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას ეხმაურება, რომლის თანახმადაც,  ის საკუთარ საქმიანობაში ობიექტური ვერ იქნება.
გვენეტაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" მსგავსი განცხადებების გაკეთების მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ამავდროულად, მზადყოფნას გამოთქვამს, მათ  განუმარტოს საკითხები, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზიები გააჩნიათ.
"მოლოდინი მქონდა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რომ მათ არ ესიამოვნებოდათ ჩემი კანდიდატურა და ალბათ შეეცდებიან მათთვის მისაღები საფუძვლები მოძებნონ, რომლითაც ჩემი კანდიდატურის უარყოფას ეცდებიან, მაგრამ მე მაქვს სხვა შესაძლებლობები და სხვა შანსებიც, მე ასევ მზად ვარ, ავუხსნა "ნაციონალურ მოძრაობას" იმ კრიტერიუმთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრებები და დავიცვა ჩემი პროფესიული ღირსება",--განაცხადა ნინო გვენეტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics