13:49 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-21 15:30:12, 1085 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე კვლავ თავს ესხმის EU-ის საელჩოს, ამბობს, რომ "ტრაგიკულამდე მისულ მდგომარეობაშია"

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე კვლავ თავს ესხმის ევროკავშირის საელჩოს და ამბობს, რომ "ძალიან მძიმე, ტრაგიკულამდე მისულ მდგომარეობაშია".

ასე უპასუხა მან კითხვას, რომელიც ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიერ სინდისის პატიმარ ზვიად ცეცხლაძისთვის საპატიმროში გაგზავნილ წერილს ეხებოდა. კერძოდ, საუბარია პაველ ჰერჩინსკის მიერ ზვიად ცეცხლაძისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილზე, რომელიც მოძრაობა დაფიონმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

ოცნების პრემიერი ევროკავშირს კვლავ "ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობაში" ადანაშაულებს.

"ევროკავშირის საელჩოში, ყველამ იცით, რომ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ტრაგიკულამდე მისული მდგომარეობა. პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა. ბოლომდე კონკრეტულად ელჩსაც ვერ დავადანაშაულებთ ამაში, ვიცით, რომ ეს არ არის პერსონალურად მისი გადაწყვეტილება. არის ასეთი მოვლენები, რაც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს. ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია, რომ საქართველოსთან გააღრმავოს პარტნიორობა, იმ ფონზე, როცა არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მძიმედ აწვება ევროკავშირის ეკონომიკურ მდგომარეობას. ასეთ პირობებში, ევროკავშირისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, თუმცა ხედავთ, რომ სხვა მიმართულებით მიდიან", - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics