|
2016-03-24 15:10:22, 415 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენას მიესალმება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის გადაწყვეტილებას მიესალმება. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის სამინისტრო მსგავსი ტიპის ფორმატებში არ მონაწილეობს, რის გამოც მას ამ საკითხის დეტალებზე საუბარი არ შეუძლია. „მისასალმებელია გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენა. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა და შესაბამისად ვფიქრობ, რომ იმ ფონზე, როდესაც დადასტურდა გალში შეხვედრის გამართვის მზადყოფნა, შესაბამისი უწყებები აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით და მე ინფორმაციას მოგაწვდიან. ძალიან მნიშვნელოვანია, კონკრეტული განცხადებები მოვისმინოთ სამინისტროებიდან, რომლებიც თავად არიან ამ პროცესში ჩართული. თავდაცვის სამინისტრო მსგავსი ტიპის ფორმატებში არ მონაწილეობს“, - განაცხადა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)