|
2016-03-24 14:27:34, 508 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო სიაში 20/30-ის ექსპერტებიც მოხვდნენ
„საპარლამენტო სიასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი არც ერთი სახელის და გვარის დაკონკრეტება“, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ოფისში, განაცხადა, სადაც თბილისის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ირჩევენ. როგორც კობახიძემ განმარტა, პარტია ამას შეგნებულად აკეთებს და ეს მათი ტაქტიკური გადაწყვეტილებაა. "ჩვენი მთავარი ამოცანაა გუნდის გაძლიერება, აქედან გამომდინარე ჩვენ გუნდის თვისობრივ განახლებაზე ვსაუბრობთ. თუ როგორ განახლდება სია, ამომრჩეველი უშუალოდ არჩევნების წინ გაიგებს. გუნდის გაძლიერება იმ სფეროებშია განსაკუთრებით პრიორიტეტული, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს პარლამენტს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, განსაკუთრებულ აქცენტს პარტია კანონშემოქმედებით სფეროზე, ეკონომიკისა და ფინანსების სფეროზე და საგარეო ურთიერთობების სფეროზე გააკეთებს. ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო სიაში 20/30-ის ექსპერტებიც მოხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)