18:06 - 07 Jul, 2026
|
2016-03-24 14:21:30, 476 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: არჩევნების დანიშნვის შემდეგ, საზოგადოების წინაშე განახლებული სიებით წარვსდგებით
„კვირას დასრულდება კონფერენციები და ამის შემდეგ ჩვენ ძალიან აქტიურ პარტიულ სამუშაო რეჟიმზე გადავალთ“, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით ყრილობა გაზაფხულზე, სავარაუდოდ აპრილის თვეში ჩატარდება, თუმცა თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. "ახალი სახეები თანდათანობით გამოჩნდება. საბოლოო სახეებს ჩვენი საპარლამენტო სია, მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების სახით უშუალოდ არჩევნების წინ მიიღებს. არჩევნების დანიშნვის შემდეგ ჩვენ საზოგადოების წინ განახლებული სიებით წარვსდგებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. როგორც აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, პარტია ქვეყნის მასშტაბით კონფერენციების ჩატარებას განაგრძობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)