|
2016-03-24 12:19:43, 443 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: „ქართულ ოცნებაში“ ღარიბაშვილის დაბრუნების საკითხის განხილვა არ მომხდარა
„დღეს და ხვალ თბილისში გვექნება პარტიული კონფერენციები, სადაც ყველა რაიონში პარტიის თავმჯდომარეს ავირჩევთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კონსულტაციები ამ კვირას დასრულდება და პარტია სრულ მზადყოფნაში იქნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა დაიწყოს მუშაბა და მომზადება. „ყრილობა იქნება უახლოეს მომავალში. ვგეგმავთ, რომ აპრილში ჩავატაროთ. პარტია ძალიან სწრაფად, ახალ სახეებს წარადგენს და მათ პარტიაში გააწევრიანებს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ჟურნალისტის კითხვაზე დაბრუნდება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში კალაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა და ის დღის წესრიგით არ არის გათვალისწინებული. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ღარიბაშვილის დაბრუნების საკითხის განხილვა კონსულტაციების დროს არ მომხდარა. „ეს არ არის სიმართლე. ყოფილ პრემიერ - ღარიბაშვილთან ამ თემაზე განხილვა არ ყოფილა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)