21:50 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-04 19:53:10, 965 ნახვა

პოლიტიკა
შსს უნდა დაემორჩილოს ხალხს - პაატა ბურჭულაძემ დეკლარაცია წაიკითხა

დედაქალაქში გრძელდება მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებული აქცია. მისმა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა პაატა ბურჭულაძემ დეკლარაციის ტექსტი წაიკითხა და დემონსტრანტებს მოუწოდა, მხარდაჭერა გამოეხატათ.

„დღეს გვაქვს ისტორიული შანსი და ალბათ, ბოლო შანსი, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. დღეს ისეთ დღეში ჩააგდო ჩვენი ქვეყანა, რომ ის გადასარჩენია და მიხარია, რომ ამდენი გულანთებული ადამიანი შევიკრიბეთ ერთად და უნდა გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი.. დღეს ისეთი დღეა, უნდა გავიმარჯვოთ... ამ წუთიდან, როგორც კი დეკლარაციას ხმას მივცემთ, ხელისუფლება გვეკუთვნის ჩვენ და არა ბიძინა ივანიშვილს“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა პაატა ბურჭულაძემ.

დეკლარაციის ტექსტის მიხედვით, სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.

მან დეკლარაციაში გამოყო სამი პუნქტი:

  • „ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს“;
  • „ე.წ. ხელისუფლებას დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია. ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია“;
  • „ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან, გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანობის დაცვას“.

თითოეული ამ პუნქტის გაცნობის დროს დემონსტრაციაზე ისმოდა შეძახილები „ბოლომდე“.

ამის შემდეგ პაატა ბურჭულაძემ თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ხალხს.

პაატა ბურჭულაძის შემდეგ დემონსტრანტებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა. მან თქვა, რომ „ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“. ამის შემდეგ დემონსტრანტები ათონელის ქუჩაზე, ადმინისტრაციის შენობისკენ წავიდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics