|
2016-03-23 20:06:57, 615 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი - ,,მმართველობა განვითარებისათვის - G4G“ სთან ერთად წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. როგორც "ექსპრესნიუსს" გარემოსდაცვითი ინფორმაციის ცენტრმა აცნობა, ღონისძიების ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან. საინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სტრუქტურას, წყლის რესურსების მართვის ძირითად პრინციპებს, ასევე საჯარო სექტორში დასაქმების შესაძლებლობებს გაეცნენ. ღონისძიების დასასრულს სტუდენტებმა საველე პრაქტიკის პირობებში, სპეციალისტებთან ერთად მზიურში მდინარე ვერედან წყლის სინჯები აიღეს და ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე წყლის ელემენტების პარამეტრები გაზომეს.
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)