|
2016-03-22 18:44:28, 1112 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებსა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებსა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ელზა ჯგერენაია შრომის პირობების ინსპექტირების 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის შედეგებზე პრეზენტაციას წარადგენს და შეხვედრის მონაწილეებს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. ასევე, ყურადღებას გაამახვილებს საკანონმდებლო და ნორმატული ბაზის მომზადების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, მხარეები შრომის პირობების ინსპექტირების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის შესახებ იმსჯელებენ, რომლის ფარგლებშიც ინსპექტორები დამსაქმებელს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაში, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციაში, გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემასა და შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტიტუციონალურ რეფორმების საჭიროებების განსაზღვრაში დაეხმარებიან. ცნობისთვის, შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამა 2015 წლის ივლისიდან დაიწყო. ინსპექტირება 78 კომპანიის 115 ობიექტში ჩატარდა. რე-მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიებმა გაცემული რეკომენდაციები მნიშვნელოვნად გაითვალისწინეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)