|
2016-03-21 16:57:02, 575 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. "ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს - მესაზღვრის დღეს. სამშობლოს დაცვა საზოგადოების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების უმთავრესი პირობა და სახელმწიფოს პრიორიტეტია. დაცული საზღვარი ნიშნავს, რომ იგი ღიაა კეთილი ნების ყველა ადამიანისთვის, და ამავე დროს, შეუვალია ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისათვის. სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ეს პასუხისმგელობა თქვენ გაკისრიათ. თქვენ თავდადებით, ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად ემსახურებით სამშობლოს. საქართველოს მოქალაქეთა სახელით მადლობას გიხდით ამისთვის. გისურვებთ მშვიდობასა და წარმატებებს თქვენს საპატიო საქმიანობაში", - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)