01:57 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 15:10:46, 1249 ნახვა

მსოფლიო
FlyDubai-ის ინფორმაციით, როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი კლიმატური პირობები არ ყოფილა

კომპანია FlyDubai-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი კლიმატური პირობები არ შეიძლება ყოფილიყო. ინფორმაციას ადასტურებს აეროპორტის ხელმძღვანელობაც, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც FlyDubai-ის წარმომადგენლები ამბობენ, ეკიპაჟს როსტოვის აეროპორტში ფრენის გამოცდილება ჰქონდა და ასაფრენ ბილიკს კარგად იცნობდა.

შემთხვევას სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტიც იძიებს. აღსანიშნავია, რომ ექსპერტებმა შავი ყუთი უკვე გახსნეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული, თუმცა სხვა სახის ინფორმაცია დაცულია და იშიფრება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში, კერძოდ კი როსტოვში კომპანია FlyDubai-ის კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. კატასტროფას ვერც ერთი მათგანი გადაურჩა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics