|
2016-03-21 14:44:26, 580 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა ნოვრუზ ბაირამი ადგილობრივ მოსახლეობას მარნეულიდან მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვემო ქართლს ეწვია და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას მარნეულიდან მიულოცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. პრეზიდენტმა რაიონების მიხედვით მოწყობილი საგამოფენო კუთხეები დაათვალიერა და ტრადიციული ტკბილეული და ჩაი დააგემოვნა. მას ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქვემო ქართლში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პრეზიდენტმა პრემიერთან ერთად ნოვრუზ ბაირამის სადღესასწაულო, ტრადიციული კოცონიც აანთო და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა: "თქვენ ხართ ის ხალხი ვინც ათწლეულების განმავლობაში რეალურად აძლიერებდა ჩვენს სახელმწიფოს. მე თქვენთან ერთად ვზეიმობ დღევანდელ დღეს. მთელი ქართველი ხალხი ზეიმობს დღეს თქვენთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდეს ჩვენი საყვარელი აზერბაიჯანელი მოქალაქეების უფრო აქტიური ინტეგრაცია ჩვენს სახელმწიფოში. ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენა ყველას კარგად ესმოდეს, ყველა კარგად ფლობდეს ქართულ ენას და ერთად ვაშენებდეთ ამ ენის მეშვეობით და ჩვენი ურთიერთობის მეშვეობით ახალ ქვეყანას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულში სიტყვით გამოსვლისას. პრეზიდენტი მარნეულში ინთიგამ ისმაილოვის ოჯახს ესტუმრა, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. მარნეულში საზეიმო ღონისძიებებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)