20:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-15 17:16:24, 1433 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის დაქირავებული ლობისტია, რომელმაც საქართველოში რევოლუცია დაგეგმა

სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის დაქირავებული ლობისტია, რომელმაც საქართველოში რევოლუცია დაგეგმა. ზურაბიშვილის წერილი კალასისადმი სინამდვილეში მაკკეინის ინსტიტუტის წერილია, - განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის პოლიტიკას ატარებს, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ მტრულ პოლიტიკას წარმოადგენს.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის დაქირავებული ლობისტია, ინსტიტუტისა, რომელმაც უშუალოდ დაგეგმა რევოლუცია საქართველოში. მისი წერილი კალასისადმი სინამდვილეში მაკკეინის ინსტიტუტის წერილია, ამიტომ ის იგნორირებული უნდა იყოს. როდესაც ქართველი პოლიტიკოსი ღიად არის დაქირავებული თანამშრომელი უცხოური პოლიტიკური ჯგუფისა, რომელმაც გამოაცხადა მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ, ნათელია, რას ემსახურება ეს. ეს კაცი მაკკეინის ინსტიტუტის დაქირავებული ლობისტია და ატარებს ამ ინსტიტუტის პოლიტიკას, რომელიც მტრულად არის განწყობილი ქართველი ხალხის მიმართ“, - თქვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics