23:25 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-08 18:46:16, 1178 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკის თქმით, ეჭვი ეპარება, რომ წერილი თორნიკე რიჟვაძის დაწერილია

„ქართული ოცნების“ წევრს, გია ვოლსკის ეჭვი ეპარება, რომ წერილი თორნიკე რიჟვაძის დაწერილია.

ჟურნალისტის კითხვას: „ეჭვი გეპარებათ, რომ წერილი თორნიკე რიჟვაძის დაწერილია?“ – მან ასე უპასუხა: „კი, ეჭვი მეპარება“.

„ეგ არავინ იცის, ვინ რა წერილი დაწერა. მე არც არაფერს უარვყოფ, არც არაფერს ვამტკიცებ. საერთოდ, პოლიტიკოსის საქმე არ არის, გამოიყენოს ეს ვითარება, უბედურება იმისთვის, რომ დივიდენდი მიიღოს. გამოძიება გვაჩვენებს შედეგებს. იქამდე არ მაქვს კომენტარი გარდა იმისა, რომ თორნიკე რიჟვაძეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და მის ოჯახს ვუსურვებ, რომ გვერდით ჰყავდეთ… მედია ვალდებულია, თუკი რამე რეალური ჩაუვარდება ხელში, გამოაქვეყნოს და გამოძიება ვალდებულია, რომ დაადასტუროს არის თუ არა ეს წერილი თორნიკეს დაწერილი. თუ მისი დაწერილია, მაშინ გაარკვიოს, ვინ რას აბრალებდა და საერთოდ რა მოხდა იქ“, – თქვა გია ვოლსკიმ.

გუშინ, 7 ივლისსვე პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა წერილი, რომელიც, მათივე მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა.

წერილის თანახმად, მან ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics