|
2016-03-20 16:14:02, 616 ნახვა
საზოგადოება
კახა კოჟორიძე პროექტის „მე და კონსტიტუცია" მეორე ეტაპს ქალაქ ზუგდიდში დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით პროექტი „მე და კონსტიტუცია" საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გრძელდება. დღეს კონკურსის მეორე ტური ქალაქ ზუგდიდში ჩატარდა, სადაც მონაწილეობას სამეგრელოს საჯარო სკოლების გარდა ზემოსვანეთისა და აფხაზეთის სკოლის მოსწავლეებიც იღებდნენ. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით და ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიის" ორგანიზებით ხორციელდება. კონკურსის პირველ ტურში გამარჯვებული გუნდების დღეს გამართულ თამაშს, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე დაესწრო და კონკურსანტებს სიტყვით მიმართა. კახა კოჟორიძემ სკოლებში კონსტიტუციის სწავლის საჭიროებასა და პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ პროექტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში საქართველოს კონსტიტუციის ცოდნის დონის ამაღლებას და უკეთ გაცნობას. სამომავლოდ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ პასუხები ისეთ საკითხებზე, რომლებზეც დღეს ხშირად ვდაობთ და ვკამათობთ. იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა ახალ თაობას აღარ ექნება, უკეთ გაიაზრებენ თავიანთ უფლებებსა და ეცოდინებათ სხვისი უფლებების დაცვა და პატივისცემა",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა. მეორე ტურის დღევანდელ თამაშში სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები ბრეინ რინგის პრინციპით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს კონსტიტუციის ცოდნაში. კონკურსის მესამე ეტაპზე ქალაქ წალენჯიხის მე-5 საჯარო სკოლის გუნდი გადავიდა. პროექტის ფინალურ ეტაპზე სამი გამარჯვებული გამოვლინდება. პირველი ადგილის მფლობელი გუნდი პარიზსა და სტრასბურგში გაემგზავრება, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს საჩუქრად ნოუთბუქები და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცემათ.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)