13:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-02 12:48:04, 1156 ნახვა

მსოფლიო
„ჰამასი“ აცხადებს, რომ მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, მაგრამ ღაზაში ომის დასრულების პირობით

„ჰამასი“ აცხადებს, რომ მზადაა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის ღაზაში ომის დასრულებას გამოიწვევს.

„მზად და სერიოზულები ვართ შეთანხმების მიღწევის საკითხში. მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც აშკარად ომის სრულ დასრულებამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა „ჰამასის“ პრესსპიკერმა, ტაჰერ ალ-ნუნუმ.

მედიის ინფორმაციით, ეგვიპტელმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია, რომ „ჰამასის“ დელეგაცია ცეცხლის შეწყვეტის წინადადების განსახილველად დღეს კაიროში ეგვიპტელ და კატარელ შუამავლებს შეხვდება.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის შეთანხმების პირობებს დასთანხმდა.

„კატარელები და ეგვიპტელები, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს მშვიდობის დამყარებისთვის, წარმოადგენენ ამ საბოლოო წინადადებას. იმედი მაქვს, ახლო აღმოსავლეთის საკეთილდღეოდ, რომ „ჰამასი“ მიიღებს ამ შეთანხმებას, რადგან ის არ გაუმჯობესდება - ის მხოლოდ გაუარესდება“,- განაცხადა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics