22:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 20:53:25, 747 ნახვა

სამართალი
მაკა ასათიანი: მზად ვარ, გავითვალისწინო თანამშრომელთა მოთხოვნა და სურვილი

მზად ვარ, გავითვალისწინო თანამშრომელთა მოთხოვნა და სურვილი - ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" მეწილე, მაკა ასათიანმა განაცხადა. 

ასათიანი თანამშრომლების განცხადებაში დასახელებული აუცილებელი და გადაუდებელი პრობლემების გადაჭრისთვის მზაობას გამოთქვამს. 
"მაესტროს" მეწილეს მიაჩნია, რომ ყველა გადაწყვეტილების მიღება, რაც საჭიროა ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის, უნდა მოხდეს გამჭვირვლედ, ყველა მხარის კონსესუსით, მათ შორის, თანამშრომლების.

"გავეცანი რა ჟურნალისტების 5-პუნქტიან მოთხოვნას, მზაობას გამოვთქვამ, დავიწყოთ იმ აუცილებელი და გადაუდებელი პრობლემების გადაჭრა, რაც მოყვანილია თანამშრომლების განცხადებაში. ამ დრომდე მიმაჩნდა, რომ დიალოგის დრომ გაიარა, მაგრამ რადგანაც ნომერ პირველი საკითხი მაუწყებლობის უწყვეტობა და თანამშრომლების ნორმალური სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაა, მზად ვარ, გავითვალისწინო მათი მოთხოვნა და სურვილი. ასევე მიმაჩნია, რომ ყველა გადაწყვეტილების მიღება, რაც საჭიროა ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის, უნდა მოხდეს გამჭვირვლედ, ყველა მხარის კონსესუსით, მათ შორის თანამშრომლების", - განაცხადა მაკა ასათიანმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics