|
2016-03-19 13:01:01, 531 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთში, დონის როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. თანავუგრძნობ რუს ხალხს და გამძლეობას ვუსურვებ ამ განსაცდელის ჟამს“, - ნათქვამია პრემიერი-მინისტრის სამძიმარში. ცნობისთვის, რუსეთში, როსტოვში სამგაზავრო თვითმფრინავის კატასტროფას 62 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 55 მგზავრია. თვითმფრინავი დუბაიდან როსტოვის მიმართულებით ასრულებდა რეისს. კატასტროფა ადგილობრივი დროით 03:50 საათზე მოხდა. ამ დროისთვის ჩამოვარდნის მიზეზი დაადგენილი არ არის, თუმცა ერთ-ერთ ფაქტორად ძლიერი ქარი და ცუდი ხილვადობა განიხილება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)