|
2025-06-23 11:57:17, 885 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ბოტკოველი - „ხალხის ძალის“ განცხადება არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის განცხადება
„ხალხის ძალის“ განცხადება არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის განცხადება, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი პარტია „ხალხის ძალის“ დღევანდელ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით. გიორგი ბოტკოველის შეფასებით, „ეს არის მათი გაწერილი გეგმა, რომლითაც ფაქტობრივად, ყოველდღიურად ცდილობენ, ქვეყნის სუვერენიტეტი დაანგრიონ“. „ეს არ არის „ხალხის ძალის“ განცხადება, ან რომელ „ხალხის ძალაზეა“ საუბარი? „ხალხის ძალა“ არის ის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ პროტესტში. „ხალხის ძალის“ განცხადება არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის განცხადება. ისინი გარკვეული პერიოდის წინ თითქოს ოპოზიციონერებად მოევლინნენ ქვეყანას და ძალიან მალე თვითონვე დაამსხვრიეს ის მითი, რაც შექმნეს, რომ ოპოზიციონერები არიან. მათი განცხადებები, დაწყებული აშშ-ს კრიტიკიდან, ახლა ევროკავშირის ელჩის კრიტიკით დამთავრებული, თავიდან ბოლომდე არის ის განაცხადი, რომელიც გაკეთებულია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. კობახიძე ილაპარაკებს თუ „ხალხის ძალის“ რომელიმე წარმომადგენელი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის მათი გაწერილი გეგმა, რომლითაც ფაქტობრივად, ყოველდღიურად ცდილობენ, დაანგრიონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი“, - განაცხადა ბოტკოველმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)