|
2025-06-20 15:46:08, 996 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ნიკა მელია, მორიგ ჯერზე, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია
ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძეც თავისი პრინციპული გაუტეხელი გადაწყვეტილებით წავიდნენ ციხეში, ამიტომ სისტემას არაფერი გამოუვა. ნიკა მელია, მორიგ ჯერზე, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია, - ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიასთვის ბრალის წარდგენა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, სისტემას არც ნიკა მელიას დაშინება და არც მისი პოლიტიკური პოზიციისა და ბრძოლის ცვლილება გამოუვა. „ბუნებრივია, მორიგ ჯერზე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია ნიკა მელია, რომელიც განსაკუთრებული კრიმინალური ფორმით გაიტაცეს და ამას ერქვა მხოლოდ და მხოლოდ გატაცება. ამასთანავე, რეპრესიებს აქვს აზრი, როცა შენ შეგიძლია ადამიანი გატეხო, შეაშინო ციხეში ჩაჯდომით. ყველას ახსოვდეს, რომ ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძეც თავისი პრინციპული გაუტეხელი გადაწყვეტილებით წავიდნენ ციხეში. ამიტომ სისტემას არაფერი გამოუვა, არც მისი დაშინება, არც მისი პოლიტიკური პოზიციისა და ბრძოლის ცვლილება. ამასთანავე მინდა ვუთხრა საზოგადოებას და მათ, იმედია, ციხეში გვისმენენ, რომ 23 ივნისის კვირაში, PACE -ში ჩანიშნულია დებატები, რომელზეც ცალკე ნიკას მელიას, ნიკა გვარამიას და ზურა ჯაფარიძის საკითხი იქნება განხილული. ჩვენი დელეგაცია იქ იქნება და საერთაშორისო ასპარეზზე ამაზე ხმამაღლა ვისაუბრებთ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. მელიას ბრალად სასამართლოს უპატივცემულობა ედება, რაც მოსამართლის შეურაცხყოფით გამოიხატება. უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)