19:38 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-16 19:36:43, 835 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის, უაით ტოლკეს შეხვედრას ეხმაურება.

„დღეს ელჩი დანიგანი და უფროსი მრჩეველი ტოლკი საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილს შეხვდნენ, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს ურთიერთობა.

შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოსადმი თავისი მიდგომის გადახედვას, ამერიკის ინტერესების გასაძლიერებლად.

შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ ჩამოაყალობა ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-სთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად”, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, თანამშრომლობის პერსპექტივებს და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

„აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია.   საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქართული მხარის მზაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით.

მხარეებმა იმსჯელეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics