22:04 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-16 15:57:17, 1014 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკი კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის შორთლისტშია

საქართველოს ბანკის კამპანია „საქართველოს ხმა“ კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის

Audio & Radio-ს კატეგორიაში რჩეულთა შორის მოხვდა.

აღნიშნულ კატეგორიაში 704 პროექტი იყო წარდგენილი, რომელთაგან 68 შორთლისტში დასახელდა. მათ შორისაა „საქართველოს ხმა“. კანის ლომების გამარჯვებულები საფრანგეთში, კანში მიმდინარე ფესტივალზე 20 ივნისს გამოვლინდებიან.

“კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის შორთლისტში მოხვედრა ჩვენთვის  ძალიან სასიხარულოა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, მათ მიერ გაწეული ძალისხმევისათვის. „საქართველოს ხმა“ კამპანიაა, რომელიც 26 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლის შედეგად წარმოქმნილი ემოციების გამოძახილია. აღნიშნული ინიციატივა და მისი წარმატება კი გვაჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ - ჩვენი მიზანი ხომ ქვეყნის და საზოგადოების გულისცემაზე ხელის ჭერაა, რათა შევქმნათ ადამიანებისთვის გამორჩეული და ყველაზე დასამახსოვრებელი გამოცდილება. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, -  აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ხმა საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდის მიერ შექმნილი და აღსრულებული კამპანიაა, რომელიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მიერ 26 მარტს მოპოვებული ისტორიული გამარჯვების აღსანიშნად შეიქმნა. გამარჯვების მეორე დღეს, 27 მარტს საქართველოს ბანკის ცხელ ხაზზე დარეკვისას ისმოდა დაუვიწყარი ფრაზა – „გილოცავთ, საქართველო ევროპაზეა, საქართველო ფორმაშია“.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics