|
2025-06-15 18:30:04, 1444 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ამომრჩევლის უმრავლესობის მოთხოვნა არის ცვლილება ქვეყანაში
კვლევა, რომელიც საზოგადოებამ იხილა, ადასტურებს ერთ რამეს - ამომრჩევლის უმრავლესობის მოთხოვნა არის ცვლილება ქვეყანაში - თუმცა როგორ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილებები და რა შეთავაზებით უნდა გამოვიდნენ პოლიტიკური ძალები ვხედავთ, რომ ამაზე საზოგადოებას მკვეთრად გამოხატული პოზიცია არ აქვს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ISSA-ს კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებისთვის ამ კვლევის გაცნობა საინტერესოა, რადგან უკეთესად დაინახოს სურათი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი. „ვფიქრობ, ეს კვლევა, რომელიც საზოგადოებამ იხილა, ადასტურებს ერთ რამეს - ამომრჩევლის უმრავლესობის მოთხოვნა არის ცვლილება ქვეყანაში. რაც შეეხება ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას, დღეს უკმაყოფილების ხარისხი და დონე მხოლოდ იზრდება. რაც შეეხება იმას, როგორ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილებები და რა შეთავაზებით უნდა გამოვიდნენ პოლიტიკური ძალები ვხედავთ, რომ ამაზე საზოგადოებას არ აქვს მკვეთრად გამოხატული პოზიცია, რადგან ქვეყნის მასშტაბით უმრავლესობას მიაჩნია, რომ ოპოზიციამ [თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. თუმცა, მაგალითად დედაქალაქში ამ საკითხზე აზრი გაყოფილია. ვხედავთ, რომ პოლიტიკური ძალების ერთიანობის მოთხოვნაც დიდია, მაგრამ რა მექანიკით უნდა განხორციელდეს ეს ერთიანობა, რა შეთავაზება უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა კლასმა საზოგადოებისთვის და როგორი მოდელი, აქ ვხედავთ რომ საზოგადოებას მკვეთრად გამოხატული შეხედულება არ აქვს. ეს ბუნებრივია, რადგან ეს პოლიტიკური პროცესია, რომელიც სწორედ პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა დაგეგმონ. თუმცა, ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის კვლევის გაცნობა საინტერესოა, რადგან უკეთესად დაინახოს სურათი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი“ ,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)