23:21 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-15 12:37:34, 972 ნახვა

მსოფლიო
არაღჩი - თუ ისრაელის აგრესია შეჩერდება, ბუნებრივია, ჩვენი პასუხებიც შეწყდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი გასული დღეების განმავლობაში ირანი მხოლოდ თავს იცავდა და ირანის საპასუხო იერიშები "ისრაელის აგრესიის შეჩერების" შემთხვევაში შეწყდებოდა.

"ჩვენ თავს ვიცავთ. ჩვენი თავდაცვა სრულიად ლეგიტიმურია. ეს თავდაცვა არის ჩვენი პასუხი [ისრაელის] აგრესიაზე. თუ აგრესია შეჩერდება, ბუნებრივია, ჩვენი პასუხებიც შეწყდება." - თქვა არაღჩიმ

მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელი 13 ივნისს ირანზე თავდასხმას აშშ-ს თანხმობისა და მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებდა.

"ისრაელის თავდასხმა არასდროს მოხდებოდა აშშ-ს მწვანე შუქისა და მხარდაჭერის გარეშე. აუცილებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა დაგმოს ისრაელის იერიშები ირანის ბირთვულ ობიექტებზე, თუ სურთ რომ თავიანთი კეთილი ნება დაადასტურონ" - განაცხადა.

15 ივნისს, ისრაელში ირანის იერიშის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ინფორმაციით გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც, მათ შორის 10 წლის ბიჭი. თავდასხმის შედეგად დაშავდა 140-ზე მეტი ადამიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics