23:21 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-14 10:44:18, 892 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად დღეს ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი გაიმართება

დღეს აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

აშშ-ის დედაქალაქში სამხედრო აღლუმი 1991 წლის შემდეგ პირველად გაიმართება და მასში მონაწილეობას 6100-ზე მეტი ჯარისკაცი, 150 სატრანსპორტო საშუალება, 128 ტანკი და 62 თვითმფრინავი მიიღებს.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების განცხადებით, სამხედრო აღლუმს, სავარაუდოდ, 200 000-მდე ადამიანი დაესწრება.

ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი ადგილობრივი დროით 18:30 საათზე (თბილისის დროით კვირა, 02:30 საათი) დაიწყება.

ამასთან, CBS News-ის ინფორმაციით, პარასკევს პოლიციამ ვაშინგტონში კაპიტოლიუმის წინ 60-მდე ადამიანი დააკავა, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სამხედრო აღლუმის ჩატარებასა და ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების განლაგებას აპროტესტებდნენ.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 79-ე დაბადების დღეს აღნიშნავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics