23:20 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-14 01:54:12, 1292 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ირანელო ხალხო მე თქვენთან ვარ

„ირანელო ხალხო, მე თქვენთან ვარ“ — ნეთანიაჰუმ ირანელებს აიათოლების რეჟიმის დამხობისკენ მოუწოდა „ირანის და ისრაელის ხალხები მეგობრები იყვნენ ჯერ კიდევ კიროს დიდის დროიდან. დადგა დრო, ირანელი ხალხი გაერთიანდეს თავისი დროშის და ისტორიული მემკვიდრეობის გარშემო, რათა დაიცვას თავისუფლება ბოროტი და დამთრგუნველი რეჟიმისგან. ეს რეჟიმი არასდროს ყოფილა ასეთი სუსტი, როგორც ახლა. ეს არის თქვენი შანსი ადგეთ და თქვენი ხმა გააგონოთ. ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება. როგორც გუშინ და მანამდეც არაერთხელ ვთქვი, ისრაელი არ გებრძვით თქვენ - მამაც ირანელ ხალხს, რომელსაც პატივს ვცემთ და აღფრთოვანებულები ვართ თქვენით. ჩვენ ვებრძვით ჩვენს საერთო მტერს, სისხლისმსმელ რეჟიმს, რომელიც ერთდროულად გჩაგრავთ და გაღარიბებთ. მამაცო ირანელებო, თქვენი ნათელი დაამარცხებს ბნელს, მე თქვენს გვერდით ვარ, ისრაელის ხალხი თქვენს გვერდითაა “ — განაცხადა ნეთანიაჰუმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics