|
2025-06-13 17:35:50, 852 ნახვა
პოლიტიკა
PACE-ის მონიტორინგის მომხსენებლები - მიუღებელია ოპოზიციონერი პირების დაკავება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ საქართველოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი თანამომხსენებლები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ედიტ ესტრელამ და საბინა ჩუდიჩმა ღრმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოში პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ მიმდინარე რეპრესიებთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამომხსენებლებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს იმ ფაქტზე, რომ ჟურნალისტებსა და პოლიტიკურ აქტივისტებს სასამართლოში იმის გამო იბარებენ, რომ მათ სოციალურ ქსელებში მმართველი პარტიის წარმომადგენლები "შეურაცხყვეს". თანამომხსენებლებმა ასევე გააკრიტიკეს ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ გამოუყენებელი არათანაზომიერი იურიდიული ზომების, მათ შორის, დაკავებების გამოყენება, განსაკუთრებით იმ პირების მიმართ, რომლებიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგომაზე უარს ამბობენ. "მიმდინარე რეპრესიები მხოლოდ ამწვავებს სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში და ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს იმ ვალდებულებების პატივისცემისგან, რომლებიც მას ევროპის საბჭოს წევრის სტატუსით ეკისრება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს არადემოკრატიული რეპრესიები განსხვავებული მოსაზრებების მქონე პირების მიმართ და შემოაბრუნოს ქვეყანა დემოკრატიული უკუსვლის გზიდან. ჩვენ კვლავ მზად ვართ შევინარჩუნოთ ღია და კონსტრუქციული დიალოგი როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა დავეხმაროთ ქვეყანას, შეასრულოს ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები". - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)