23:20 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-13 17:27:52, 727 ნახვა

მსოფლიო
ისრაელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხურავს საელჩოებს და საკონსულო მომსახურებას არ გაწევს

ისრაელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხურავს საელჩოებს და საკონსულო მომსახურებას არ გაწევს. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის საელჩოები ავრცელებენ.

„ბოლო მოვლენების ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით ისრაელის [დიპლომატიური] მისიები დახურული იქნება და საკონსულო მომსახურება არ გაიწევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს უსაფრთხოების მხრივ რამდენიმე რჩევას აძლევს:

- მოერიდონ ებრაული ან ისრაელური სიმბოლოების გამოჩენას საჯარო სივრცეებში;

- თავი შეიკავონ სოციალურ მედიაში საკუთარი ლოკაციის ან სამოგზაურო გეგმების შესახებ იდენტიფიცირებადი დეტალების გავრცელებისგან;

- მოერიდონ ისრაელურ ან ებრაულ თემებთან ასოცირებულ დიდ შეკრებებში ან ღონისძიებაში მონაწილეობას;

- ითანამშრომლონ ადგილობრივ უსაფრთხოების ძალებთან და დაუყოვნებლივ მიჰყვნენ მათ ინსტრუქციებს თუ მტრული აქტივობის წინაშე აღმოჩნდებიან;

- განსაკუთრებული ყურადღებით იყვნენ საჯარო სივრცეებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics