00:37 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-13 15:32:40, 778 ნახვა

მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელის დარტყმები ომის გამოცხადებაა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი გაერო-ს წერილს უგზავნის, სადაც აღნიშნულია, რომ ირანის წინააღმდეგ ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმები ომის გამოცხადებაა.

ამასთან, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ გადაჭრას ეს საკითხი“ და აცხადებს, რომ თავდასხმა „ირანის სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა“.

შეგახსენებთ, ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ ირანის არმიის შტაბის უფროსი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური და ირანის საგანგებო სიტუაციების სარდლობის სარდალი. ამასთან, ირანმა დაადასტურა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ბირთვულ საკითხებზე მომუშავე სულ მცირე ექვსი მეცნიერი დაიღუპა. ისრაელის საჰაერო იერიშების საპასუხოდ, ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 100-მდე დრონი გაუშვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics