|
2016-03-18 13:13:31, 784 ნახვა
პოლიტიკა
„თუ არ გინდა, რომ გითვალთვალებდნენ, შემოგვიერთი“ - ხვალ "ეს შენ გეხებას" აქცია გაიმართება
19 მარტს, შაბათს, 13:00 საათზე ფილარმონიასთან მოძრაობა "ეს შენ გეხებას" აქცია ბოლო პერიოდში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრების გასაპროტესტებლად გაიმართება. კამპანიის წარმომადგნელები აცხადებენ, რომ არცერთი ჩვენგანის პირადი ცხოვრება არ არის დაცული. "კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ არც ერთი ჩვენგანის, მათ შორის არც შენი, პირადი ცხოვრება არ არის დაცული", - აღნიშნავენ კამპანიის წარმომადგენლები. "ისევ ავრცელებენ ძველ კადრებს და გვითვალთვალებენ, რომ მომავალში გაავრცელონ. ჩვენ გვინდა, რომ სამუდამოდ დასრულდეს უკანონო მიყურადება, გვინდა, რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ, მაგრამ შენი დახმარების გარეშე ვერაფერს შევცვლით. თუ არ გინდა, რომ გითვალთვალებდნენ, თუ არ გაინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება, თუ არ გინდა რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს ასე აშანტაჟებდნენ", - წერია კამპანიის ბროშურაში, რომელსაც წარმომადგენლები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ავრცელებენ. ცნობისთვის, 2012 წელს მოძრაობა "ეს შენ გეხებას" წყალობით შეიქმნა თანასწორი საარჩევნო გარემო, რომელმაც საზოგადოებას თავისუფალი და ობიექტური არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა. 2014 წელს კამპანია ისევ განახლდა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)