11:15 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 13:08:05, 551 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა და იუსტიციის სასწავლო ცენტრმა დაუნის სინდრომის კვირეულს უმასპინძლეს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობს. 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა სასწავლო ცენტრში თანამედროვე ფოტოგრაფების  მიერ გადაღებული დაუნის სინდრომის მქონე პირთა პორტრეტების გამოფენა დაათვალიერა. გამოფენაზე 26 ფოტოგრაფის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის გარდა, იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.  

გამოფენის დათვალიერების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა დაუნის სინდრომის მქონე პირების მხარდასაჭერად, „მზის შვილების“ სიმბოლოდ ქცეული ფერადი წინდებით ფოტო გადაიღო.

კვირეულის ფარგლებში, ფოტოგამოფენასთან ერთად, კონფერენციაც გაიმართა, რომელზედაც დაუნის სინდრომის მქონეთა პრობლემებზე იმსჯელეს. კონფერენციას სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დაუნის სინდრომის კვირეული 13-21 მარტს აღინიშნება.  21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011    წლის 10 ნოემბერს  დაწესდა. წლევანდელი საერთაშორისო სლოგანია „ჩემი მეგობრები − ჩემი გარემოცვა“ − ინკლუზიური გარემოს მნიშვნელობა დღევანდელი ბავშვისა და მომავალი ზრდასრულისთვის. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics