|
2025-06-12 17:41:29, 618 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - 21 წლის ბიჭი, უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე შუშისთვალება პროკურორი, მოსამართლე
21 წლის ბიჭი, „სინათლის მაძიებელი“, უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე შუშისთვალება პროკურორი, მოსამართლე და ის პოლიციელები, ვისაც „ეტკინათ“, „სიწითლე აღმოაჩნდათ“, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში მათე დევიძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით წერს, რომელსაც თავად ესწრებოდა. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, პროცესის მცირე ადგილიან დარბაზში გამართვა, „რეჟიმის შიშის ნიშანია“. „ოც ადგილიან დარბაზში რომ ჩანიშნავ მათე დევიძის, საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მატარებელ სასამართლოს, ეს უკვე რეჟიმის შიშის ნიშანია! 21 წლის ბიჭი, „სინათლის მაძიებელი“, უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე შუშისთვალება პროკურორი, მოსამართლე და ის პოლიციელები, ვისაც „ეტკინათ“, „სიწითლე აღმოაჩნდათ“. მათე მაგალითად დარჩება სინდისისა და ღირსების. პატარა ბიჭი, არასრულწლოვანი შესული ციხეში, 7 თვის მერე დადგა კაცად და გვიჩვენებს ყველას სიმართლის გზას!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)