01:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-12 09:54:31, 646 ნახვა

მსოფლიო
ლოს-ანჯელესის ნაწილში „კომენდანტის საათი“ ამოქმედდა

აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესის ცენტრის ნაწილში მეორე ღამეა „კომენდანტის საათი“ ამოქმედდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

“„კომენდანტის საათის“ მიზანია „შეაჩეროს ცუდი აქტორები, რომლებიც პრეზიდენტის ქაოსური ესკალაციით სარგებლობენ. თუ ლოს-ანჯელესის ცენტრში არ ცხოვრობთ, ან არ მუშაობთ, მოერიდეთ ამ ტერიტორიას და დაიცავით სამართალდამცავი ორგანოების მითითებები. ვანდალიზმი და ძალადობა დაუშვებელია“, - დაწერა ლოს-ანჯელესის მერმა, კარენ ბასმა სოციალურ პლატფორმა X-ზე პოსტში.

მისი თქმით, გუშინ ღამით კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

„კომენდანტის საათის“ ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე იწყება და დილის 6 საათამდე გრძელდება.

ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციების მსგავსი აქციები აშშ-ის სხვა დიდ ქალაქებშიც იმართება, მათ შორის ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ოსტინსა და ვაშინგტონში.

შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics