|
2025-06-11 15:26:48, 821 ნახვა
პოლიტიკა
თაზო დათუნაშვილი - ოპოზიციონერ კოლეგებს ვთხოვთ, ვიმსჯელოთ, რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს თვითმმართველობის არჩევნებს
პარტია „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, არ აპირებს, საჯაროდ უპასუხოს უსაფუძვლო ბრალდებებს და მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, ოპოზიციონერმა კოლეგებმა ერთად იმსჯელონ, რა როლი და ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს თვითმმართველობის არჩევნებს სამომავლო ბრძოლაში. „არ ვაპირებ, საჯაროდ ვუპასუხო ისეთ საკითხებს, რომლებზეც მე და ჩემი პარტია ვითხოვთ მსჯელობას. ბოლო დღეებია, მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს და უფრო სწორი იქნება, რომ ვთხოვთ მათ, ვიმსჯელოთ თვითმმართველობის როლზე დიდი წინააღმდეგობის მოძრაობაში, რომელიც აქამდე მოიტანა პოლიტიკური კრიზისის ვითარებამ საქართველოში. ვიმსჯელოთ, რა ფუნქცია და როლი შეიძლება ჰქონდეს თვითმმართველობის არჩევნებს. შესაბამისად, მე მესმის იმ ადამიანთა ემოციების, ვისაც დღეს მე ვეძახი მრგვალ მაგიდასთან ღიად, პირდაპირ ამ თემებზე სამსჯელოდ. ვიღაცას უნდა, რომ ბრალდების ფორმა მისცეს. ვერ ვიტყვი, რომ დიდ პატივს ვცემ ასეთ გამოსვლებს, უბრალოდ, არ ვპასუხობ. სჯობს, დავსხდეთ, ვილაპარაკოთ, ვიმსჯელოთ და ერთიანად მივიღოთ გადაწყვეტილება, რა როლი და ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს თვითმმართველობის არჩევნებს სამომავლო ბრძოლაში“, – აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)