01:53 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-10 17:05:51, 1018 ნახვა

მსოფლიო
გერმანიამ 2024 წელს მოქალაქეობა რეკორდული რაოდენობის პირს მიანიჭა, მათ შორის უმრავლესობა სირიელია

გერმანიამ 2024 წელს მოქალაქეობა რეკორდული რაოდენობის პირს მიანიჭა. კერძოდ, გერმანიის სტატისტიკის ფედერალური ოფისის ცნობით, გასულ წელს გერმანიის მოქალაქეობა მიიღო 291 955-მა ადამიანმა, რაც წინა წელთან შედარებით 46%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იმ ადამიანებს შორის, ვისაც გერმანიის მოქალაქეობა მიენიჭა, ყველაზე მეტი სირიელია.

სტატისტიკის ოფისი განმარტავს, რომ ასეთი მკვეთრი ზრდა განპირობებულია მოქალაქეობის შესახებ კანონით. გასული წლის ივნისში მოქალაქეობის მიღებისთვის გერმანიამ ცხოვრების ვადა რვა წლიდან ხუთამდე შეამცირა, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი ეს ვადა სამ წელსაც შეადგენს.

ამასთან, მრავალმა სირიელმა, რომელიც გერმანიაში 2015-2016 წლების მიგრაციული კრიზისის დროს ჩავიდა, მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა 2024 წელს მოიპოვა. ამგვარად, 2024 წელს მოქალაქეობა 83 150 სირიელმა მიიღო, რაც ნატურალიზაციის წლიური რაოდენობის 10,1%-ია. იმ პირებს შორის, ვინც შარშან მოქალაქეობა მიიღო, 8%-ს შეადგენენ თურქები, 5%-ს – ერაყელები, 4%-ს რუსები და 4%-ს ავღანელები.

მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონი ასევე პირებს შესაძლებლობას აძლევს, შეინარჩუნონ თავდაპირველი მოქალაქეობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics