23:10 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-10 12:02:24, 1096 ნახვა

ეკონომიკა
SOLO-ს მხარდაჭერით, პირველად ბათუმში „სილქ ჰოსფითალითის“ და პადელ პორტ ბათუმის ორგანიზებით პადელის ტურნირი გაიმართა

„სილქ ჰოსფითალითის“, „პადელ პორტ ბათუმის” და “საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის” ორგანიზებით, ქალაქ ბათუმში პადელის ტურნირი გაიმართა - პროექტის მხარდამჭერია სოლო.

პადელის ტურნირში მონაწილეობა 80-მა მონაწილემ მიიღო. ასევე, გამოყოფილი იყო საპრიზო ფონდი და სხვადასხვა საჩუქარი, რომელიც მონაწილეებს გადაეცათ. ქალაქ ბათუმში პადელის კორტები სულ ცოტა ხნის წინ „სილქ დეველოპმენტის“ მიერ აშენდა და SOLO-ს მომხმარებლებს მიეცათ შესაძლებლობა, მთელი სეზონის განმავლობაში 20%-იანი ქეშბექით ისარგებლონ.

ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ბათუმის მაცხოვრებლებისთვის და სტუმრებისთვის გარდა საზღვაო აქტივობისა, სხვა სპორტული აქტივობა შეგვეთავაზებინა. წელს  ბათუმში პირველი პადელის პორტი გავხსენით და პირველად ჩავატარეთ პადელის ტურნირი ჩვენი, სილქ ჰოსფითალითის და საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით,“ - აღნიშნავს ლევან დგებუაძე, ბათუმის პადელ პორტის დამფუძნებელი.

SOLO-ს გუნდისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის ისეთი გამოცდილების შექმნა, რომელიც მათ ცხოვრებას სიახლესა და ენერგიას შემატებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ბათუმში გამართული პადელის ტურნირის მხარდამჭერები ვართ. აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს ისეთი სივრცის შექმნას, სადაც სპორტი, დასვენება და გამორჩეული ემოციები ერთიანდება და ქმნის დაუვიწყარ მოგონებებს“, - აღნიშნავენ SOLO- გუნდში.

ამასთან აღსანიშნავია, რომ  SOLO-მ და სილქ ჰოსფითალითიმ წელს რამდენიმე  სპორტული ღონისძიება შესთავაზა დამსვენებლებს, მათ შორის იყო წინანდლის ჩოგბურთისა და პადელის ტურნირები, რაშიც SOLO მთავარი მხარდამჭერი იყო. სამომავლოდ სხვადასხვა საინტერესო სპორტული ღონისძიების განხორციელება სხვადასხვა რეგიონში კვლავ იგეგმება.

პადელის ტურნირის სპონსორი იყო სილქ დეველოპმენტი და სილქ რივორდსი, წყალი ბაკურიანი, Xtreme, სელფორდი, რესტარტი და Vacanza Batumi.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics