01:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 18:20:12, 898 ნახვა

მსოფლიო
კალიფორნიის გუბერნატორის განცხადებით, ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების გაგზავნის გამო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უჩივლებს

კალიფორნიის გუბერნატორის განცხადებით, ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების გაგზავნის გამო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უჩივლებს.

„ეს ზუსტად ისაა, რაც დონალდ ტრამპს სურდა. მან ცეცხლი გააღვივა და ეროვნული გვარდიის ფედერალიზაცია უკანონოდ გადაწყვიტა. მის მიერ ხელმოწერილი ბრძანება მხოლოდ კალიფორნიას არ ეხება. ეს მას ნებისმიერ შტატში შესვლისა და იგივეს კეთების საშუალებას მისცემს. ჩვენ მას ვუჩივლებთ“, - წერს კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი X-ზე.

მანამდე, გევინ ნიუსომმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „დიქტატორის ქმედება“ უწოდა.

შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა. პოლიციის ცნობით, კვირას ლოს-ანჯელესში 27 ადამიანი, ხოლო სან-ფრანცისკოში 60 ადამიანი დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics