03:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-08 11:00:58, 954 ნახვა

მსოფლიო
მარკო რუბიო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

მარკო რუბიო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ სატელეფონო საუბრისას „უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა განიხილეს“.

„მდივანმა რუბიომ მდგრადი მშვიდობის მისაღწევად რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მარკო რუბიომ და ჟან-ნოელ ბარომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics