04:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-03 18:11:52, 1017 ნახვა

მსოფლიო
კაროლ ნავროცკი ზელენსკის - პოლონეთი უკრაინის უძლიერესი მხარდამჭერი იყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ

პოლონეთი უკრაინის უძლიერესი მხარდამჭერი იყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ, არც ერთ სხვა ერს არ ესმის ეს საფრთხე ისე, როგორც ჩვენ , - ასე ეხმაურება პოლონეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მილოცვას პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, მოუთმენლად ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაგრძელებას.

“ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, მადლობა თქვენი მესიჯისთვის. მოუთმენლად ველი ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაგრძელებას, რომელიც ორმხრივ პატივისცემასა და გაგებაზეა დაფუძნებული. მჯერა, რომ ეს მოითხოვს არა მხოლოდ კარგ დიალოგს, არამედ დაგვიანებული ისტორიული პრობლემების მოგვარებას. პოლონეთი უკრაინის უძლიერესი მხარდამჭერი იყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ, არც ერთ სხვა ერს არ ესმის ეს საფრთხე ისე, როგორც ჩვენ, და იმედი მაქვს ერთად მუშაობას გავაგრძელებთ საერთო სიკეთისთვის, მოუგვარებელი წარსულის მოგვარებისთვის და უსაფრთხო მომავლის ერთად აშენებისთვის”, - წერს ნავროცკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics