|
2025-06-02 12:30:15, 815 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვულოცავ კაროლ ნავროცკის
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი „ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის" დირექტორს, კონსერვატორ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „ვულოცავ კაროლ ნავროცკის. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს პოლონეთთან ძალიან კარგ თანამშრომლობას. ყველანი ერთად უფრო ძლიერები ვართ მშვიდობის, დემოკრატიისა და ღირებულებების მქონე საზოგადოებაში. ამიტომ, მოდით, ვიმუშაოთ ჩვენი საერთო სახლის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. ნავროცკიმ არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 50.89%-ი მიიღო, მისმა მეტოქემ, პრემიერ - მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ კი ხმების 49.11%-ი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)