|
2025-05-31 17:14:46, 1169 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში სიგარეტის მოწევა იკრძალება
საფრანგეთში ღია სივრცეში, რომლებიც ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია, მათ შორის ზღვის სანაპიროებზე, პარკებში და ავტობუსის გაჩერებებზე, სიგარეტის მოწევა იკრძალება. ახალი აკრძალვა, რომელიც საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, კატერინ ვოტრენმა 29 მაისს გამოაცხადა, ძალაში 1 ივლისიდან შევა. "თამბაქო უნდა გაქრეს იქ, სადაც ბავშვები არიან" - თქვა ვოტრენმა მოწევის თავისუფლება "მთავრდება იქ, სადაც ბავშვის სუფთა ჰაერის სუნთქვის უფლება იწყება" - აღნიშნა მან. აკრძალვა სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზეც გავრცელდება. დამრღვევებს 135 ევრომდე ჯარიმა დაეკისრებათ. მინისტრმა აღნიშნა, რომ აკრძალვა კაფეების ტერასებს არ შეეხება. ასევე, აკრძალვა არ შეეხება ელექტრო სიგარეტებს. საფრანგეთში უკვე აკრძალულია მოწევა საჯარო სივრცეებში, როგორიცაა სამუშაო ადგილები, აეროპორტები და მატარებლის სადგურები, ისევე როგორც საბავშვო მოედნები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)