|
2016-03-17 14:21:05, 461 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: კარასინის განცხადება მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს უნდა მიეწოდოს
მოვუწოდებ საქართველოს საელჩოებს ჩვენს მეგობარ ქვეყნებში, რომ ეს განცხადება შესაბამის ენებზე იქნას თარგმნილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გრიგორი კარასინის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გუშინ პრაღაში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა, რომ რუსეთი ჯერჯერობით ითმენს, თუმცა ამ მოთმინებასაც საზღვარი აქვს. გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მოუწოდებს, რომ კარასინის განცხადება იმ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს მიაწოდონ, სადაც იმყოფებიან. „ჩემმა მრჩეველმა ამაზე განცხადება გააკეთა, ჩვენ ამით შემოვიფარგლებით. ამასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ მოვუწოდებ საქართველოს საელჩოებს ჩვენს მეგობარ ქვეყნებში, რომ ეს განცხადება შესაბამის ენებზე იქნას თარგმნილი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს მიეწოდოს“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)