13:38 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-30 20:45:59, 822 ნახვა

პოლიტიკა
სოფო ჯაფარიძე - ივანიშვილის პარტია ვერ გაუძლებს ახალგაზრდების სიმამაცესა და საზოგადოების ერთობას

,,დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, როგორ ეშინია ივანიშვილის რეჟიმს თავისუფალი, პრინციპული და უშიშარი ახალგაზრდების. თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა მხოლოდ იმიტომ მიუსაჯეს, რომ მათ ხმამაღლა თქვეს სიმართლე - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" და „არა რუსულ რეჟიმს".

ეს გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს, რომ ე.წ. ხელისუფლება მზად არის, ახალგაზრდების პროტესტი რეპრესიებით ჩაახშოს მაგრამ ვერც თათიას, ვერც ლიკას და ვერც ერთ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანს ვერ დააშინებენ.

ივანიშვილის პარტია ვერ გაუძლებს ახალგაზრდების სიმამაცესა და საზოგადოების ერთობას. ეს ბრძოლა ჩვენი საერთო ბრძოლაა თავისუფლებისთვის. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თავისუფალი სიტყვა და პროტესტი დასჯადი იყოს. თათიას, ლიკას და ყველა თავისუფლების მებრძოლს გვერდით ვუდგავართ.

თავისუფლება თათიას, ლიკას და ყველა სინდისის პატიმარს! " - წერს სოფო ჯაფარიძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics