06:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-30 12:29:25, 709 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - პალესტინის სახელმწიფოს აღიარება პოლიტიკური აუცილებლობაა

პალესტინის სახელმწიფოს აღიარება გარკვეული პირობებით არა მხოლოდ მორალური მოვალეობაა, არამედ პოლიტიკური აუცილებლობაა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გაამკაცრონ კოლექტიური პოზიცია ისრაელის წინააღმდეგ, თუ ის შესაბამისად არ უპასუხებს ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას.

„ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმ არჩევანზე, რომელსაც ისრაელის მთავრობა მიიღებს მომავალ დღეებში“, – განაცხადა მაკრონმა

მაკრონის განცხადებით, მოქმედება საჭიროა მომავალ საათებსა და დღეებში. ამასთან, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, ჰუმანიტარული ბლოკადა ღაზის სექტორში აუტანელ ვითარებას ქმნის.

„მომავალ საათებსა და დღეებში თუ არ იქნება პასუხი, რომელიც შეესაბამება ჰუმანიტარულ ვითარებას, ცხადია, ჩვენ მოგვიწევს ჩვენი კოლექტიური პოზიციის გამკაცრება და სანქციების გამოყენება,“ – აღნიშნავს მაკრონი.

მაკრონის განცხადებებზე საპასუხოდ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მაკრონი ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics