01:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 12:59:30, 898 ნახვა

ეკონომიკა
გარკვეულ შემთხვევაში, დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილე პირს თანხის ვადაზე ადრე გამოტანა შეეძლება

საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის  ხელმძღვანელის, ოთარ ძიძიკაშვილის განცხადებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილე პირს, შესაძლებლობა ექნება, დაგროვილი თანხა საპენსიო ასაკის გასვლამდე გამოიტანოს.  თუმცა, როგორც ძიძიკაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, იქნება გარკვეული კრიტერიუმები, რომლის შემთხვევაშიც  პირს თანხის ვადაზე ადრე გატანა შეეძლება. 

„რაც მოიცავს მაგალითად, დაინვალიდებას, განსაკუთრებით მძიმე დაავადებებით დაავადებას და ა.შ. თუმცა მიზანია,   რაც შეიძლება მეტი ხანი გააგრძელოს ადამიანმა  სისტემაში მონაწილეობა, რომ მეტი დააგროვოს“, - განაცხადა ოთარ ძიძიკაშვილმა.

შეგახსენებთ, დაგროვებითი საპენსიო მოდელი 2017 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება. დაგროვებით საპენსიო ფონდში, მოქალაქე, დამსაქმებელი და სახელმწიფო 2-2%-ს შეიტანენ.

პენსიონერები კერძო დაგროვებით სისტემაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან მათ საპენსიო ასაკს უკვე მიაღწიეს.

კერძო დაგროვებით სისტემაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს საპენსიო ასაკამდე, თუმცა როდესაც მოქალაქე მიაღწევს საპენსიო ასაკს, მას შეუძლია,  დაგროვება გააგრძელოს.

მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში კი, თანხა სრულად  მეუღლეს  გადეცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics