01:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 10:26:41, 672 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრმა კობა გვენეტაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატ  კობა გვენეტაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა ეროვნული ვალუტის კურსი და ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე  არსებული პოზიტიური ტენდენციები იყო.

პრემიერ–მინისტრმა კობა გვენეტაძეს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო. ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სტატეგია და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის საკითხები. ისაუბრეს სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურას საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მხარი ერთხმად დაუჭირა. კანდიდატურა პრეზიდენტს უკვე წარედგინა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და  ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები არჩილ მესტვირიშვილი და ოთარ ნადარაია დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics