|
2025-05-21 21:27:40, 1221 ნახვა
პოლიტიკა
რეჟიმის პატიმრების ოჯახები - რაც ანაწევრებს პროტესტს, ემსახურება მტრის ინტერესებს
"მიგვაჩნია, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება ანაწევრებდეს პროტესტს ან იწვევდეს გაურკვევლობას, ეწინააღმდეგება ჩვენს მიზნებს და ემსახურება მტრის ინტერესებს" - რეჟიმის პატიმრების ოჯახები სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ. "უსაზღვროა ჩვენი მადლიერება პროტესტის ყველა იმ მონაწილის მიმართ, ვინც ვერაფრის დიდებით გატეხა რეჟიმმა, ძალადობის, დაშინების, ზეწოლის, რეპრესიებისა და ფიზიკური განადგურების რისკის მიუხედავად. მართალია, ბიჭებმა ერთმანეთი მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიცნეს, სასამართლო სხდომის დარბაზებსა და ციხის საკნებში, მაგრამ უპირობოა მათი პატივისცემა, თანადგომა და სიყვარული ერთმანეთის მიმართ. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება ანაწევრებდეს პროტესტს ან იწვევდეს გაურკვევლობას, ეწინააღმდეგება ჩვენს მიზნებს და ემსახურება მტრის ინტერესებს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და სურვილი, კი, ისეთ სახელმწიფოში ცხოვრებაა, სადაც სამართლიანი სასამართლო უზრუნველყოფილი იქნება განურჩევლად ყველასთვის. ჩვენი ამ სურვილებისა და მიზნების გასაჟღერებლად, შესანიშნავ დღედ მიგვაჩნია საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი. გახსოვდეთ, ჩვენი წარმატების ფორმულა, ჩვენს გერბზეა დატანილი - ძალა ერთობაშია" - წერია "სინდიდის პატიმრების თავისუფლებისთვის" გავრცელებულ გაბნცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)