|
2025-05-17 17:08:24, 1501 ნახვა
მსოფლიო
მარია ზახაროვა - სტამბოლში უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრაზე ყველა კონსტრუქციული წინადადება რუსულმა მხარემ წამოაყენა
სტამბოლში უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრაზე ყველა კონსტრუქციული წინადადება რუსულმა მხარემ წამოაყენა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა 16 მაისს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ამ ყველაფერს აზრი ჰქონდა, რადგან 1000 უკრაინის მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდება“. „ეს „ათასი ათასზე“ გაცვლა რუსეთის მიერ იყო შეთავაზებული და სახელმწიფოს მეთაურის მიერ უფლებამოსილი დელეგაციის მიერ განხორციელდა, რომელსაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ზელენსკი დასცინოდა“, - განაცხადა მარია ზახაროვამ. მისი თქმით, რუსეთის მიერ ტყვეების „ათასი ათასზე“ ფორმულით გაცვლის წინადადება ლოგიკურია. „მთავარია, უკრაინის მოქალაქეებმა „ნატო-ს მრჩევლებს“ არ მისცენ უფლება, რომ კონფლიქტის მოგვარების გზიდან კვლავ გადაუხვიონ და უცხოური ინტერესების ხევში გადაიჩეხონ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, 16 მაისს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. უკრაინის გუნდს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა, რუსულ მხარეს კი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი. შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი უძღვებოდა. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, შეხვედრაზე რუსეთმა უკრაინისთვის მიუღებელი არაერთი პირობა წამოაყენა. მათ შორის: უკრაინის მიერ ნეიტრალური სტატუსის მიღება, უცხოური ჯარების განთავსების ან მასობრივი განადგურების იარაღის გარეშე; უკრაინამ უარი უნდა თქვას რუსეთისგან რეპარაციების მოთხოვნაზე; უკრაინამ უნდა აღიაროს ყირიმისა და ოთხი სხვა რეგიონის დაკარგვა, რომლებიც ამჟამად რუსული ჯარების მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულია. სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ შეხვედრის დროს ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს, ასევე უკრაინისა და რუსეთის ლიდერების დონეზე შესაძლო შეხვედრა.
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)